საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა ბათუმში კლინიკა "მედინას" ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. ჟურნალისტებისთვის უცნობია, მოეწერა თუ არა ხელი ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხება.
გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"მოგვიანებით გახდება ყველაფერი ცნობილი", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
საკონსტოტუციო სასამართლოს წევრები "მედინაში" მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.
ტურავა ამ დროიმდე კლინიკაში "მედინაში" რჩება. ის კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებული. ექიმები მისი ჯანმრთელობის მადგომარეობის შეახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.