ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო სამთავრობო ჩარევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
როგორც ფიფა-ს მიერ ფედერაციისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილშია ნათქვამი, ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პროცესზე მთავრობის ზეწოლის ბრალდებების შესახებ, ჩვენ მადლობელი ვიქნებით თუ ფიფა-ს და უეფა-ს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფა-ს წესდების მე-17 მუხლის და უეფა-ს წესდების მე-7 მუხლის თანახმად - ფიფა-ს და უეფა-ს აღმასრულებელი ორგანოს (პრეზიდენტის ჩათვლით) წევრები არჩეულ უნდა იქნას თავისუფალი წესით, პროცედურების შესაბამისად, რომელიც არჩევნების სრული დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად. ამ ფონზე, ფიფა დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეატყობინოს ზემოთ ხსენებული საკითხები ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში დაუყოვნებლივ იქნეს აღმოფხვრილი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარების შესახებ ინფორმაცია", - ნათქვამია ფიფა-ს წერილში.
რამდენიმე დღის წინ ფედერაციას ანალოგიური შინაარსის წერილით უეფა-მაც მიმართა.