უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო მზად არის არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნამდე, მოსამართლეს ინდივიდუალური ანგარიში მიაწოდოს.
როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ სასჯელი, ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და სამართლიანი იყოს.
„გარდა ამისა, არის სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც პრობაციის პირობებში მყოფი მსჯავრდებულების პირობების შემსუბუქებას და მათი რიგი ფინანსური ვალდებულბებისგან გათავისუფლებას ეხება. ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და საერთაშორისო სტანდარტების შესრულება. ჩვენ მზად ვართ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და კონკრეტულად, პრობაციის სააგენტოსთან კონსრუქციული თანამშრომლობა გვქონდეს, რათა ერთობლივად და ეფექტურად ამოქმედდეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ, რომელიც სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრობაციის სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შევხედრას ესწრება.