უკრაინის უმაღლესი რადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხს სავარაუდოდ ხვალ განიხილავს. როგორც РБК-Украина იტყობინება , ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განუცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკოს ბლოკი კვიტაშვილის გადაყენებას მხარს დაუჭერს.
"ბლოკმა მას უნდობლობა ჯერ კიდევ ზაფხულის არდადეგების წინ განუცხადა. მიგვაჩნია, რომ ჩვენ ახალი მინისტრი გვჭირდება", - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა, იური ლუცენკომ.
ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 ივლისს დაწერა.