უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას

უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას

გიგი უგულავას პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, კანონი, როგორც სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში ასე უნდა მოქმედებდეს გიგი უგულავასთან დაკავშირებითაც.

"უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენი პარტნიორები სვამენ შეკითხვებს. წინასწარი პატიმრობის თემა, აშკარად, ჩემი გადმოსახედიდან, წინააღმდეგობაში შედის კონსტიტუციასთან. ეს, ბუნებრივია, უკანონობაა და უსამართლობაა. გიგი უგულავას მიმართ კანონი ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, ის პროცესები რაც გიგი უგულავას უკავშირდება, კიდევ ერთხელ არის საკითხი, რომელიც საქართველოს იმიჯს და დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.