ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა

ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქურთმა მებრძოლებმა სამი სამართალადამცველი მოკლეს. "როიტერის" ცნობით, "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გზაზე განათავსეს, რომელიც პოლიციის ავტომობილის გავლის დროს გააქტიურდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცველი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა მარდინის პროვინციაში მოხდა. ქურთი მებრძოლები თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ.

თურქეთის არმია კი ქურთების პოზიციებს უტევს. დაპირისპირება ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებით გამწვავდა. შეტაკებებს ათობით ადამიანი შეეწირა.