ლეგენდარული მომღერლის, ლიუდმილა ზიკინას ძვირფასეულობა მოსკოვის აუქციონზე გაიყიდა.
ექსპერტებს მთელი კოლექცია ნახევარ მილიონ დოლარად ჰქონდათ შეფასებული. თუმცა, აუქციონის მიმდინარეობისას მათი ფასი საწყისზე ორჯერ მეტად გაიზარდა
აუქციონში მონაწილეთა უმეტესობამ საკუთარი ვინაობის საიდუმლოდ შენახვა გადაწყვიტა და ვაჭრობას ინტერნეტით ან ტელეფონით ადევნებდა თვალს.
ყველაზე ძვირად ბრილიანტისთვლიანი ოქროს საყურეები გაიყიდა. ისინი 7-7 კარატიანი ბრილიანტით იყო გაწყობილი. მათი საწყისი ფასი 5.9 მილიონი რუბლი იყო, თუმცა მისმა ახალმა მფლობელმა ლოტი ტელეფონით, 6.5 მილიონ რუბლად შეიძინა.
ზოგიერთი ლოტის ფასი კი, საწყისთან შედარებით რამდენჯერმე გაიზარდა. მაგალითავ კიდევ ერთი საყურე ბრილიანტებით 159 ათასის ნაცვლად 3.2 მილიონ რუბლად გაიყიდა.
ზურმუხტით გაწყობილ სამკაულებში კი, რომლითაც ლიუდმილა ზიკინა სცენაზე არაერთხელ გამოსულა, საწყისი 75 ათასის ნაცვლად მყიდველმა 800 ათასი რუბლი გადაიხადა.
კიდევ ერთი ლოტი - თეთრი და ყვითელი ოქროს ყელსაბამი ბრილიანტებით, რომელიც ზიკინას აზერბაიჯანში გასტროლებისას ექსპრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა აჩუქა, 2 მილიონად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი კი 850 ათასი რუბლი იყო.
ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი კოლექციის გაყიდვა მისმა ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომელთაც სამკაულები მემკვიდრეობით ერგოთ. აუქციონიდან შემოსული თანხები მომღერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ფონდს გადაეცემა.
აუქციონიდან საერთო ჯამში 32 მილიონი რუბლი შემოვიდა. მემკვიდრეები მომღერლის რამდენიმე ძეგლის,მემორიალური დაფის შექმნას და ასევე, მის დაბადების დრეზე გრანდიოზული კონცერტის გამართვას გეგმავენ.
ლიუდმილა ზიკინა 80 წლის იუბილიდან 1 თვეში, 2009 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მემკვიდროების გამო მემკვიდრეები სერიოზულ სკანდალში გაეხვნენ. მომღერლის სამკაულების ნაწილი კი, უკვალოდ გაქრა.