ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა იტალიის ქალაქ ბარში 79-ე საერთაშორისო გამოფენა Fieradel Levante-ში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა აფხაზური სტენდის გახსნა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოფენაზე იტალიაში. ეს ძალიან მოსახერხებელი ფორმატია აფხაზეთისთვის, ვინაიდდან საშუალებას იძლევა ბევრ ადამიანს ვუამბოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ", - განუცხადა "სპუტნიკს" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანია.
მისივე თქმით, საქართველოს მცდელობის მიუხედავად, აფხაზეთის იზოლირება მოეხდინა, "საგარეო უწყება ქვეყნის პოპულარიზაციას აგრძელებს".
"აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ავლენენ ინტერესს და გვპირდებიან, რომ დასასვენებლად ჩამოვლენ", - განაცხადა ტანიამ.
გამოფენაშიFieradel Levante, ყოველწლიურად 2 000 იტალიური და უცხოური კომპანია მონაწილეობს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოფენას, ტრადიციულად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ხსნის. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და სხვა პირები შედიან.