დავით ქართველიშვილი: დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო

დავით ქართველიშვილი: დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო "გმირის" რიგი უნდა დადგეს - ლატვიის...

პარტია ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ესტონეთის ოპოზიციური პარტიის მიერ სოციალურ საკითხთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ სოციალურ საკითხთა მინისტრის, კარმენ იოლერის გადადგომას ტააგეპერას ისტორიულ ციხესიმაგრეში ძვირადღირებულ გასართობ ღონისძიებაში (ჯანმრთელობის ფონდი“) 100 ათას ევროზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო ითხოვენ.

მისივე თქმით, დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, ახლა უკვე საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო "გმირის" - ლატვიის რიგი დგას.

საქართველოს "ცალმხრივი მეგობრობის" ბალტიისპირეთის სუბიექტები პოლიტიკურმა "პანდემიამ" მოიცვა. ბუმერანგის პრინციპით, მას შემდეგ, რაც ლიეტუვას "რუსული მთავრობა" კორუფციული სკანდალების გამო გადადგა, ამჯერად - "პროზექტურის ბუზი ესტონეთის ბირკიან ტერფს დააჯდა". ესტონეთის ოპოზიციური პარტია სოციალურ საკითხთა მინისტრის, ქალბატონ კარმენ იოლერის გადადგომას ითხოვს ტააგეპერას ისტორიულ ციხესიმაგრეში ძვირადღირებულ გასართობ ღონისძიებაში (ჯანმრთელობის ფონდი“) 100 ათას ევროზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო.

პორტალი Delfi იუწყება, რომ ოპოზიციური ესტონეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, მიხაილ კილვარტმა, ამ სკანდალის ფონზე სოციალურ საკითხთა მინისტრის, კარმენ იოლერის გადადგომა მოითხოვა: მწვავე ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, ტააგეპერას ციხესიმაგრეში გამართული ფუფუნების ღონისძიებები შავი ჭირის დროს გადახდილ ნადიმს ჰგავს. ყველაზე ნაკლები, რაც სოციალურ საკითხთა მინისტრს, კარმენ იოლერს, შეუძლია ამ სიტუაციაში გააკეთოს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა“. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გაუმართლებელი და ძვირადღირებული გართობა არ ასახავს ესტონური მედიცინის რეალურ მდგომარეობას ან ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების დონეს.

გამომცემლობა Delfi აღნიშნავს, რომ თავად კარმენ იოლერი აღიარებს სიტუაციის პოლიტიკურ რეზონანსს და დაეთანხმა, რომ ასეთი ხარჯვა სამართლიანობის გრძნობას ნამდვილად შეურაცხყოფს, თუმცა კილვარტი მსგავს რეაქციას არასაკმარისად მიიჩნევს. დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო "გმირის" რიგი უნდა დადგეს - ლატვიის...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

მარბიელი დომინო და შაში არ ვიცი, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში კორუფცია მოდებული რომაა, ეს ნათლად ჩანს!
2 საათის უკან