საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა დაძაბულ ბრძოლაში გმაკედონიის ნაკრები ანგარიშით 90-75 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველი ტაიმი 11 ქულიანი სხვაობით, 48-37 გაიმარჯვა. ამასთან, ქართველმა კალათბურთელებმა ოთხივე მეოთხედი გამარჯვებით დაასრულეს.
ევრობასკეტზე გამართული 4 შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი კვლავ დარჩა.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს მაკედონიის ნაკრები სლოვენიას ვერ მოუგებს და ასევე დამარცხდება ჰოლანდია საბრძნეთის ეროვნულ ნაკრებთან, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავა და პლეიოფში ითამაშებს.