მარკ რუტე: ესტონეთზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს პასუხი გამანადგურებელი იქნება

მარკ რუტე: ესტონეთზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ნატოს პასუხი გამანადგურებელი იქნება

რუსეთი შესაძლოა ესტონეთს დაესხას თავს, - განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა New York Times-ს.

მარკ რუტეს თქმით, მოსკოვი ამჟამად ესტონეთზე თავდასხმას არ აპირებს, რადგანაც იცის, რომ ნატოს რეაქცია გამანადგურებელი იქნება, თუმცა, შესაძლოა ეს 5-7 წელიწადში გააკეთოს.

რუტემ ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა ესტონეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომლებიც რუსეთის პოტენციურ შეჭრის სიმულაციას წარმოადგენდა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან და რუსებმა ეს იციან. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, - განაცხადა რუტემ.

Aburjga Tasmanieli ესტონეთი რა შუაშია, როცა სულ მალე ქალაქ ბრიუსელის ნაცვლად ატლანტის ოკიანის ტალღები ილივლივებენ ბრიუსელის ყურეში ქალაქ ბრიუსელის ნაცვლად! ხოლო დანია განლაგებული იქნება არა ნახევარკუნძულზე, არამედ კუნძულზე!
5 დღის უკან