თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 სამართალდამცველი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერი" მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
შემთხვევა იგდირის პროვინციაში მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდასხმა პოლიციის მანქანაზე განხორციელდა. ადგილობრივი სამართალდაცავი სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმა "ქურთების მუშათა პარტიის" წარმომადგენლებმა განახორციელეს. თურქეთის მთავრობა ქურთების წინააღმდეგ ავიაიერიშებს განაგრძობს.
ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაცია ქურთების წინააღმდეგ გაგრძელდება მანამ, ვიდრე დაჯგუფება თურქეთის ტერიტორიას არ დატოვებს და იარაღს არ დაყრის.