თერჯოლის რაიონის სოფელს მგლები შეესია

თერჯოლის რაიონის სოფელს მგლები შეესია

სოფელ ახალთერჯოლის მოსახლეობის ნაწილის თქმით, მათ სოფელში მტაცებელი ცხოველები სისტემატიურად ჩნდებიან, გუშინ კი მგელმა ხბო შეჭამა.

სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლების მიცემას სთხოვენ.

"რომ ვხედავდე, როგორ ჭამს ჩემს საქონელს მგელი, უფლება არ მაქვს მოვკლა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო  იმაზე მეტი თანხით დამაჯარიმებს, ვიდრე საქონლის ღირებულებაა. მგელმა დღეს ხბო შეჭამა, ხვალ ცხვრებს შეგვიჭამს, შემდეგ კი ადამიანებს მიადგება",- აცხადებს არკად გამეზარდაშვილი.

თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რათა მოსახლეობას მტაცებელი ცხოველის ლიკვიდირების უფლება მიეცეს.