ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ამოიწურა

ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების ვადა ამოიწურა

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსის, რევაზ შენგელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის პრეზიდენტობის კვლავ 3 კანდიდატია რეგისტრირებული და დამატებით სხვა კანდიდატის განაცხადი არ შესულა.

მისივე ინფორმაციით, დღეს 18:00 საათზე, ასევე, დასრულდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დელეგატების წარდგენის ვადა. შენგელიას თქმით, 35-მა სუბიექტმა თავისი დელეგატი უკვე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.