"ჩვენ ვცდილობთ, რომ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე დავეხმაროთ საქართველოს"

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ლიტვა არამხოლოდ სიმპატიებს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას, არამედ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე ცდილობს დაეხმაროს.

როგორც ლინკევიჩიუსმა საქართველოს საგარეო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიტვა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა საქართველოს დაეხმაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში.

"ჩვენი მისია, სახვადასხვა ორგანიზაციების მისია, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან არის ერთი - არამხოლოდ დახმარება, გვერდში ამოდგომა, არამედ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტად პროაქტიურები უნდა ვიყოთ მრვალი სხვა მიმართულებითაც იმისათვის, რომ საქართველოს ეს ყველაფერი სამომავლოდ წაადგეს. ჩვენ გულის სიღრმიდან ვაკეთებთ ყველაფერს ქართველი ხალხისთვის, რომელიც საკმაოდ დრამატულ ბრძოლაშია ჩაბმული საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ არამხოლოდ სიმპატიებს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ვცდილობთ, რომ ქმედითად, სახელმწიფოებრივ დონეზე დავეხმაროთ, ეს უნდა იქნას  გამოყენებული. იგივე საზოგადოების მხარდაჭერა, საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა უმნიშვნესია არეალებში პროცესების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით რამდენი ხანი დასჭირდება პროექტების განხორციელებას იმიტომ, რომ ცხოვრება რთულია, პროგნოზების გაკეთება ხშირად შეუძლებელია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ერს უნდა მოახდინოს ინტეგრაცია გარკვეულ სტრუქტირებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ  მას დავეხმაროთ ამ გზაზე. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა და იმედი მაქვს, რომ ყველა პროგრამა განხორციელებული იქნება და რეალურ შედეგებს მივიღებთ, რასაც ადამიანები დაინახავენ კონკრეტულად, იგივე ნატო-ს ერთობლივი წვრთნის ცენტრი გაიხსნა, რაც რა თქმა უნდა, მას დაეხმარება ინტეგრაციისთვის. საქართველო შეძლებს, რომ მთელი ეს ინსტრუმენტალია, რომელიც საჭიროა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, შექმნას. არსებობს არაერთი სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უნდა მოელოდოთ წარმატებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევის კუთხით და დაძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც თქვენს წინაშეა. მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც პირველ სხდომას ოქტომბერში გამართაქვს, რა საკვირველია, გააგრძელებს ყოველივე იმას, რაც ჩვენს ქვეყმნნებს შორის არსებობდა“, - განაცხადა ლინკევიჩიუსმა.