რუსული ესტრადის პრიმადონამ მილიარდერის თხოვნას ვერ გაუძლო და დიდ სცენაზე ახალი სიმღერით დაბრუნდა. მან სიმღერა „ყველაზე მაღალი“ ანდრეი მაკარევიჩთან დუეტში შეასრულა.
მიხეილ პროხოროვის მხარდასაჭერად კონცერტი „ოლიმპეისკში“ ლაზერული შოუთი გაიხსნა. სცენაზე ბიზნესმენის გამოსახულება გამოჩნდა, შემდეგ კი უკვე თავად ბიზნესმენი და საკუტარი გამოსვლა როკ ვარსკვლავების საუკეთესო ტრადიციებით დაიწყო:
„- გამარჯობა „ოლომპეისკი“. ხვალ „სიჩუმის დღე“ დგება, როდესაც აგიტაცია იკრძალება. დღეს კი ჩვენ ცეცხლს დავანთებთ! და მე ამას თქვენთან ერთად გავაკეთებ! ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ მას ჩვენს ხელში ავიღებთ“, - განაცხადა პროხოროვმა სცენიდან.
მოკლე სიტყვის შემდეგ მილიარდერი დარბაზში ჩავიდა, სადაც მთელი კონცერტის განმავლობაში კონცერტზე მოსულ ადამიანებს ესაუბრებოდა და ავტოგრაფებს არიგებდა.