მიხეილ სააკაშვილი უცნაური შარვლის გამო დაცინვის ობიექტად იქცა

მიხეილ სააკაშვილი უცნაური შარვლის გამო დაცინვის ობიექტად იქცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ იქცა დაცინვის საგნად. ამჯერად სააკაშვილი ახალი საპატრულო პოლიციის ფიცის დადების ცერემონიაზე ძალიან უცნაურ შარვალში გამოცხადდა. 

პირველად მის უჩვეულო ჩაცმულობაზე ყურადღება ჟურნალისტმა ზოია კაზანჯიმ გაამახვილა,როდესაც გამოაქვეყნა ფოტო,სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და ოდესის მერ გენადი ტრუხანოვს
რომელიც facepalm ჟესტს აკეთებს) შორის დგას სააკაშვილი, რომელსაც ძალიან სასაცილო შარვალი აცვია.

”ამ კადრმა საღამო გამიმხიარულა. მარცხნივ ოდესის მერია, გვერდით გუბერნატორი. თითქოს მერი სადაცაა გონებას დაკარგავს, გუბერნატორს კი შარვალი უკუღმა აცვია. ძალიან სასაცილო კაცები არიან. მხოლოდ პოლიციელი ინარჩუნებს სიმშვიდეს” - წერს კაზანჯი.

უკრაინაში ოფიციალურ მედიაში თვალი აარიდეს ოდესის გუბერნატორის ჩაცმულობას, მაგრამ სოციალურ ქსელებში სააკაშვილი ყველა შესაძლო ხერხით გააშარჟეს. უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა შარვალი უკუღმა ჩაიცვა და ფიცის მიღების დროს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო.