დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული

რადიკალური ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არეალი არის არეულ-დარეულობა და რადიკალიზმი, ამიტომ კონსტრუქციული ველი მათთვის არ არის პერსპექტიული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

„ოპოზიცია ცდილობს, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაიყოს ორ ნაწილად. ნაწილი დარჩეს ქუჩაში, რომ აურზაური გააგრძელოს და მეორე ნაწილი თუნდაც, თითო დეპუტატით, სამი მაინც შევიდეს პარლამენტში, რომ უკვე შიდა საკრებულოს არეულობები გამოიწვიოს, თუმცა ორივე განწირულია“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.