ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს "იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.

ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში", - ნათქვამია "იმედის" განცხადებაში.