ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

"ეს არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, პირიქით, ეს ცენტრი იქმნება, რათა კიდევ უფრო გარღმავდეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო გზა. ჩვენ ყველაფერს ვახორციელებთ წინასწარ გაწერილი გეგმის თანახმად. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.