მამაკაცმა, რომელმაც ტელეკომპანია WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა, დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა. "ბიბისის" ცნობით, თავდამსხმელი აფროამერიკელი ფლენიგანია. მან ფაქსით წერილი გაუგზავანა "ეიბისი ნიუსს" და განაცხადა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა.
მომხდარის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საჭიროა იარაღის შეძენა-ტარების უფრო მკაცრი კონტროლი ქვეყანაში.
შემთხვევა ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გუშინ მოხდა, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში 24 წლის ჟურნალისტი ელისონ პარკერი ინტერვიუს ართმევდა ტურიზმის თემაზე რეგიონალური სავაჭრო პალატის წარმომადგენელ ვიკი გარდნერს.
გარდნერი გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოპერატორი და ჟურნალისტი კი გარდაიცვალა.