ერისთავის ქუჩაზე ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა

ერისთავის ქუჩაზე ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე წუხელ, ხანძრის შედეგად, ყოფილი კიროვის ქარხანა დაიწვა.  ობიექტზე განთავსებული იყო შერეული ტიპის საქონლის საწყობები. 

ხანძარი 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 24 სახანძრო, 3 სამაშველო მანქანა, 120 მეხანძრე მუშაობდა.