ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელობაში მათი ყოფილი კოლეგაა ეჭვმიტანილი

ჟურნალისტის და ოპერატორის მკვლელობაში მათი ყოფილი კოლეგაა ეჭვმიტანილი

WDBJ-TV-ის ჟურნალისტის, 24 წლის ელისონ პარკერისა და ოპერატორის, 27 წლის ადამ უარდის მკვლელობაში მათი ყოფილი კოლეგაა ეჭვმიტანილი.

როგორც უცხოური მედია წერს, ჟურნალისტების მისამართით გასროლა ლესტერ ლი ფლენიგანმა განახორციელა.

აფროამეკელმა ფლენიგანმა ყოფილი კოლეგების მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და აღნიშნულის მოტივად მათ მიერ რასისტული განცხადებების გაკეთება დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ლესტერ ლი ფლენიგანმა თავად თვითმკვლელობა სცადა. ზოგიერთი უცხოური მედიის ცნობით, ის დაიღუპა, ნაწილის ინფორმაციით კი, ცოცხალია.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი აღნიშნულ არხზე ორი წლის წინ მუშაობდა.

ვირჯინიის შტატში პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ორი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. დაღუპულები არიან ტელეკომპანია WDBJ-TV-ის ჟურნალისტი, 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი, 27 წლის ადამ უარდი. ინციდენტი ბედფორდში მოხდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. თავდამსხმელს კი ეძებენ. თავდასხმის მიზეზი უცნობია. ტელეკომპანია WDBJ-TV-ი მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.