მისასალმებელია, რომ 10 000-მდე ახალგაზრდა სახელმწიფო დაფინანასებით ისწავლის.

მისასალმებელია, რომ 10 000-მდე ახალგაზრდა სახელმწიფო დაფინანასებით ისწავლის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს

როგორც პრემიერი აცხადებს, მისასალმებელია, რომ წელს ჩარიცხულ 28 000-ზე მეტ სტუდენტს შორის 10 000-მდე ახალგაზრდა სახელმწიფო დაფინანასებით ისწავლის.

„გულითადად ვულოცავ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ჩვენს ახალგაზრდებს. მათ ცხოვრებაში ახალი, ძიებით აღსავსე წლები იწყება.

მისასალმებელია, რომ წელს ჩარიცხულ 28 000-ზე მეტ სტუდენტს შორის 10 000-მდე ახალგაზრდა ისწავლის სახელმწიფო დაფინანასებით. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, გვერდში დავდგომოდით მათ ოჯახებს. სასიხარულოა, რომ მათ ასე გაამართლეს იმედი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ წარმატებას ყველა პირველკურსელს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს. ძვირფასო ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ საუკეთესო საშუალება ხარისხიანი განათლების მისაღებად, ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებაში“,  - აცხადებს პრემიერი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე, 28 055 აბიტურიენტიდან, სახელმწიფო გრანტი, 6 555-მა მათგანმა მოიპოვა. როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, 3 700 აბიტურიენტს სწავლა დაუფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტებზე არსებობს. მიმინოშვილის თქმით, მთლიანობაში სახელმწიფოს ხარჯზე 10 000 სტუდენტი ისწავლის.