თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიული ტერიტორია დაიკავეს

თალიბებმა ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიული ტერიტორია დაიკავეს

მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა. "ბი-ბი-სის" ცნობით, საუბარია მუსა-ქალაზე, რომელიც ერთ დროს ნატო-ს სამხედროების მნიშვნელოვან ლოკაციას წარმოადგენდა, მანამდე კი იგი "თალიბანის" საყრდენი ტერიტორია იყო.

მიუხედავად ამერიკელების მიერ განხორციელებული ავიაიერიშებისა, თალიბებმა მაინც მოახერხეს მასზე კონტროლის დამყარება. გასულ კვირას აშშ-ის იერიშების შედეგად დაახლოებით 40 თალიბი მებრძოლი დაიღუპა. შექმნილი ვითარების გამო, გუბერნატორი მუჰამად შარიფი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. თალიბებმა ასევე მოახერხეს ნოუზადის ტერიტორიის დაკავებაც.