ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ხვალ თბილისში არსებული ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ტაძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და აფხაზეთიდან დევნილების შეწირულობებით აშენდა.
მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II ლოცვა–კურთხევით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დაწერილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" 27 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქ. თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაბრძანდება (არსებული ტაძარი).
"ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ორი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით დაიწერა.