ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან

ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11:30 საათზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

ამავე დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოდის.