ლარი, ოფიციალური მონაცემებით, ევროსთან და დოლართან მიმართებაში გამყარდა

ლარი, ოფიციალური მონაცემებით, ევროსთან და დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2.3771  ლარი ეღირება. აქამდე მოქმედი კურსით კი 2.4161 ლარი ღირდა.

ეროვნული ბანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7173 ლარად იქნება შესაძლებელი. მანამდე ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7701 ლარი იყო. ასე რომ, ეროვნული ვალუტა, ევროსთან და დოლართან მიმართებაში, მცირედით გამყარდა.