ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის განცხადებით,

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის განცხადებით, "ალი და ნინოს" სკულპტურას ერთ კვირაში აღადგენენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, "ალი და ნინოს" სკულპტურას მცირე დაზიანება აქვს და აღდგება. ამის შესახებ გიორგი ზირაქაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"დაზიანება როგორც ხედავთ ძალიან მცირე არის. კომპანიის ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ერთი კვირის ფარგლებში ეს აღდგება და ყველაფერი იქნება რიგზე", - განაცხადა ზირაქაშვილმა.

მისივე თქმით, გადატანის დროს ბაგირი გაწყდა და სკულპტურას ორი-სამი ფრთა აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღეს სკულპტურისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება, ზირაქაშვილი ამბობს, რომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათლად წერია ის გარემოება, რომ შეუძლებელია ამ ადგილზე ნაპირის გამაგრება.

InterPressNews.Ge"შესაბამისად, უნდა მომხდარიყო აღნიშნული ძეგლის გადატანა", - განაცხადა ზირაქაშვილმა.

ბათუმში, "ალი და ნინოს" სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2011 წლის ზაფხულში დადგეს. თუმცა იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა.