ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.