ტაილანდის დედაქალაქში ორშაბათს მომხდარი თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული , - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ტაილანდის მთავრობაში განაცხადეს.
აფეთქება ბანგკოკის ყველაზე პოპულარულ ინდურ ტაძარში მოხდა, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ, შედეგად დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის არიან უცხოელებიც. მსგავსი შემთხვევები ტაილანდის დედაქალაქში იშვიათია.
პოლიცია სამ ეჭვმიტანილს ეძებს. მთავარი ეჭვმიტანილი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მისი იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. გუშინ პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტორობოტი გამოაქვეყნა.