თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სიირთში მომხდარი აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ გზაზე იყო განთავსებული , რომელზეც სამხედრო ტრანსპორტს უნდა გაევლო. ინციდენტის შედეგად 10-მდე სამხედრო დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, სამხედროები ქურთ მებრძოლებს სდებენ ბრალს.
პარალელურად, დღეს სტამბოლში "დოლმაბაჰჩეს სასახლეში" სროლა იყო. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ მალევე დააკავა ორი ეჭვმიტანილი. მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ. დაკავების დროს ერთ-ერთი სამართალდამცველი მსუბუქად დაშავდა. "დოლმაბაჰჩეს სასახლეში" პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს სამუშაო ოფისია განთავსებული, ინციდენტის დროს დავუთოღლუ სასახლეში არ იმყოფებოდა. სასახლე ოსმალეთის იმპერიის დროს წლების განმავლობაში მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.