საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას ამ წვრთნების შეფასებისა და მასზე რეაგირებისთვის მიმართავს.
"ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სამხედრო მანევრები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს შეშფოთებას. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნულის შეფასებისთვის და მასზე რეაგირებისთვის", - განაცხადა ფხალაძემ.