"საფუძველი იმისა, რომ ლარი გაუფასურდება და სასწრაფოდ დოლარი უნდა იყიდოს ვინმემ, არ არსებობს"

"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის დღევანდელ ბრიფინგზე ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს გაკეთებულ პოზიტიურ პროგნოზებს აფასებს.

გაჩეჩილაძის თქმით, მინსიტრის პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია. გაჩეჩილაძე ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურებას აღარ უნდა ველოდოთ.

"პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია და რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც არასოდეს ყოფილა ასე გაწერილი და დალაგებული. განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაშ, ასე დალაგებული ნამდვილად არ ყოფილა. მოსახლეობის მოლოდინი, რომ თითქოს სექტემბერშ ლარი გაუფასურდება, რბილად რომ ვთქვათ, პანიკიდან გამომდინარეა. არავინ იცის, გაუფასურდება თუ არა და ახლა მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება საუბარი. ისე, თუ გადავხედავთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას, თუ გადავხედავთ იმას, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, საფუძველი იმისა, რომ ლარი გაუფასურდება და სასწრაფოდ დოლარი უნდა იყიდოს ვინმემ, არ არსებობს", - აცხადებს გაჩეჩილაძე.