„ბობოლა „ნაცებს“ საშუალო და ქვედა რგოლები ფეხებზე დაუკიდებიათ“

„ბობოლა „ნაცებს“ საშუალო და ქვედა რგოლები ფეხებზე დაუკიდებიათ“

გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ დაიძაბება, როდესაც ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან და პარტიის საშუალო და ქვედა რგოლი აჯანყებას მოაწყობს.

გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 12 აგვისტოს ამ საშუალო და დაბალმა რგოლმა შეიტყო, რომ ლიდერები სხვადასხვა კურორტებზე დასასვენებლად წასულან, ეს მაშინ, როდესაც მათთვის ჯერ „პურის ფულიც კი არავის მიუცია“. „ალიას “ ცნობით წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ამ ინფორმაციას წერენ, გამოცემასთან წლებია თანამშრომლობს და მისი ინფორმაციები საბოლოოდ დასტურდება.

„მოკლედ, როგორც ამბობენ, „ნაციონალებს“ პრობლემები არ ელევათ. პრონციპში, რაც მაგათ თავს ტრიალებს, ზოგისთვის პრობლემაა, ზოგისთვის კიდევ - ბაირამობა. ბოლო დროს საქმე იქამდე მისულა, რომ ბობოლა „ნაცებს“ საშუალო და ქვედა რგოლები ფეხებზე დაუკიდებიათ - აღარც ყურადღებას აქცევენ, აღარც პურის ფულს აძლევენო. 12 აგვისტოს „ნაცბანდელთა“ წრეებში ცნობილი გახდა, რომ მათი ლიდერები დასასვენებლად მსოფლიოს სხვადასხვა ძვირადღირებულ კურორტებზე გაემგზავრნენ და სწორედ ამაზე ამტყდარა ერთი ვაი-ვიშვიში: ნახეთ, ხალხო, ჩვენ ლამის შიმშილით სული გაგვძვრეს, ესენი კიდევ უცხოეთში დაბრძანდებიანო. მოკლედ სექტემბრიდან, როცა ლიდერები თბილისში დაბრუნდებიან და მუშაობას შეუდგებიან, „დასიცხული“ საშუალო და დაბალი რგოლებიც გეგმავენ აჯანყებას, ოღონდ შიგნითვე, „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ მართლაც აქვთ საამისო მიზეზი. ჯერ იყო და კობა ხაბაზი იტყუებოდა, ძალიან მიჭირს, ქირით ვცხოვრობ, ამ დროს მუხიანში 5 ბინა აღმოაჩნდა, რომელიც პარტიისთვის გამოგზავნილი ფულით შეიძინა. სხვათა შორის, ხაბაზი დღემდე ამტკიცებს, პარტიას იქით ვეხმარები, ფული იქით მიმაქვსო. კი, ხანდახან მართლაც მიაქვს, ოღონდ გროშები და თანაც გაქირავებული ბინებიდან ამონაგები. წარმოიდგინეთ, ამ ცრუპენტელამ პარტიის ფულით ბინები იყიდა, გააქირავა და ახლა თურმე 200 ლარი იქით მიაქვს“, - წერს „ალია“