ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებისგან.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ოფიციალური პასუხი საქართველოს ხელისუფლებას იმის შესახებ, აქვს თუ არა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მინიჭებული, უკრაინისგან ჯერ არ მიუღია.
მისივე თქმით, ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. თეა წულუკიანის განმარტბით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ის მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ოფიციალურად მიიღებს დადასტურებულ ინფორმაციას უკრაინის შესაბამისი ორგანოებიდან, რომ სააკაშვილს ნამდვილად აქვს უკრაინის მოქალაქეობა მიღებული.
"გვჭიდრება ოფიალური დასტური უკრაინის ოფიციალური ხელისუფლებისგან და შესაბამისი ორგანოებისგან, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობა. თუ აღმოჩნდა რომ მას მოქალაქეობა მიღებული აქვს, მაშინვე დაიწყება შეწყვეტის პროცედურები, უკვე საქართველოს კანონით დადგენილი წესით",- განაცხადა თეა წულუკიანმა.