ავლაბრის ღამე

ავლაბრის ღამე

აღმოთქმული 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტის დარბაზის ჯაზ-კაფეში……

და მეც დავრჩე ოცნებებში ავლაბრის კოჭლ იხვად,
ოღონდ ვთქვა, თუ ჯონდიმ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ გიულიმ ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

გადადგომის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
კოჭლი იხვის შადრევანთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ბიძამ რომ აღზარდა,
პუტინის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია ნაცმო-ს სითამამე,

რომ არასდროს არ ვყოფილვარ ასე ცუდად, ვაჰ-მე.

რომ, მანქურთნო, მე თქვენს ახლო შამათს ვეგებები,
რომ მეფე ვარ – აფერისტი და ბოღმაში ვჭკნები,
 რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი “ქნარი”(1)…

არასოდეს არ შობილა … ვერა ასე წყნარი!



(1 – ცნობილი ქართველი ყველანაირი (იმნაირიც) მომღერალი, ქეთოს პარტიის შეუდარებელი შემსრულებელი)