ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ტერაქტების სერიის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავებულია.
მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო. ტერორისტებმა იერიშები მიიტანეს ნატოს მისიასა და ბაზაზე, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. ბაზას აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ჯარები იყენებდნენ.
თავდასხმები ქაბულის აეროპორტის შორიახლო ტერიტორიიდან დაიწყო და სხვა ობიექტებზეც განხორციელდა.