ე.წ.

ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიაში ათობით ქრისტიანი ოჯახი გაიტაცა

სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ათობით ქრისტიანი ოჯახი გაიტაცეს. "როიტერის" ცნობით, ინციდენტი ჰომსის პროვინციის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ქარიატაინში მოხდა, რომელიც ექსტრემისტებმა გუშინ დაიკავეს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 230 ადამიანია გატაცებული, მათ შორის ათობით ქრისტიანია.

ქარიატაინი უძველეს ქალაქ პალმირასთან ახლოს მდებარეობს. მსგავსი შემთხვევები სირიასა და ერაყში ხშირია. ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" ამ ორი ქვეყნის საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, პერიოდულად იტაცებს მოსახლეობას, მათ ნაწილს კი სასტიკი მეთოდებით ხოცავს.