აღმაშენებლის ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებულია

აღმაშენებლის ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებულია

საავტომობილო მოძრაობა თითქმის სრულად არის პარალიზებული, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩებზე. ავტომანქანები ასევე შეფერხებით მოძრაობენ აღმაშენებლის ხეივანზე, ორივე მიმართულებით.

საცობების მიზეზი მდინარე დიღმულას ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

დღეიდან მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 120 დღით დაიკეტა. ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: დ. აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და  დ. აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით.