ქაბულში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ქაბულში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 400 კი დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო მოთავსებული.

თავდასხმა სამხედრო ობიექტთან ახლოს განხორციელდა. აფეთქებამ ახლოს მდებარე შენობებიც დააზიანა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, ავღანეთში ბოლო პერიოდში მოძრაობა "თალიბანი" განსაკუთრებით გააქტიურდა.