სოფელ ხეთაში მატარებელმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტანა

სოფელ ხეთაში მატარებელმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტანა

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მატარებელმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. 

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"მამაკაცი რელსებზე იწვა, ეძინა და სავარაუდოდ, მემანქანემ ის ვერ შეამჩნია", - აცხადებენ ადგილობრივები.