იემენში სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის ყველაზე დიდ ავიაბაზაზე კონტროლი აღადგინეს

იემენში სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის ყველაზე დიდ ავიაბაზაზე კონტროლი აღადგინეს

იემენში სამთავრობო ჯარებმა ქვეყნის ყველაზე დიდ ავიაბაზაზე კონტროლი აღადგინეს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ იემენის არმიის პრესსამსახური იტყობინება. 

ბოლო რამდენიმე დღეა მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. ალ-ანადის ავიაბაზა ამ დრომდე ჰუსიტ ამბოხებულებს ჰქონდათ დაკავებული.

იემენში უკვე რამდენიმე თვეა სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ინტენსიური ბრძოლის გამო ქვეყნის მთავრობა მუშაობას ვეღარ ახერხებს. იემენის არმიას ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში საუდის არაბეთი ეხმარება.