ქედაში დღეს მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ქედაში დღეს მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს თავის ტვინისა და მუცლის არის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას გონება არ დაუკარგავს. 

ავარიის შედეგად   10 და 12 წლის მოზარდები დაიღუპნენ, მათგან ერთ-ერთი ამ მამაკაცის შვილია. 

ავტოავარია ქედაში დღეს მოხდა. "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. 

მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართა დაკავშირებით  საქმე აღიძრა 276-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით,  რაც გულისხმობს ”ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”.