ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოზარდი დაიღუპა. როგორც შემთხვევის თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, "პიკაპის" ტიპის ავტომობილი სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო მამაკაცმა, რომელიც მანქანას მართავდა.