შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ შვედი დიპლომატის გაძევების შესახებ იუწყება

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ შვედი დიპლომატის გაძევების შესახებ იუწყება

რუსეთმა შვედ დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. "ევროპეისკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი იოჰან თეგელი ადასტურებს.

მისი თქმით, საუბარია მაღალი რანგის შვედ დიპლომატზე, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთს კონკრეტული ბრალდება არ წარმოუდგენია. ქვეყნის საგარეო უწყებაში ფიქრობენ, რომ ასეთი არამეგობრული ჟესტი რუსეთის მხრიდან უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ახლო წარსულში შვედეთმა რუსი დიპლომატი გააძევა და ამ შემთხვევაში ეს საპასუხო ნაბიჯი იყო.

შვედეთმა რუსი დიპლომატი ვენის კონვენციის დარღვევისთვის გააძევა, რომელიც დიპლომატიურ იმუნიტეტსა და ჯაშუშობის საკითხს არეგულირებს. შვედეთი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მათი დიპლომატის გაძევება დაუსაბუთებელია და ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას არ გამოასწორებს.