"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში უკვე კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, ორივე სხდომაზე პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხლება.
პოლიტსაბჭოს სხდომას ტრადიციულად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.