"თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პრეზიდენტ სერდარ ჩამს შეხვდა.

როგორც შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, საქართველოს თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები აკავშირებს.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულს ქართველები და თურქები გუშინ ერთად ზეიმობდნენ.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას TIKA-ს პრეზიდენტმა, საქველმოქმედო პროექტების გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცნობისთვის, TIKA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი - საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით.