საქართველოს მასშტაბით მთელი კვირის განმავლობაში კვლავ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-38 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების თქმით, მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს , სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 30-32 გრადუსი იქნება ხუთშაბათის ჩათვლით. კვირის მეორე ნახევარში კი, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 2 გრადუსით მატება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სინოპტიკოსები თბილისში წვიმას 7-8 აგვისტოს საღამოს საათებში ვარაუდობენ.