მაშველები მოქალაქეებ ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ

მაშველები მოქალაქეებ ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ

შტორმისა და ძლიერი ტალღების გამო, აჭარის სანაპირო ზოლზე, აგრეთვე ურეკში ზღვაში შესვლა დღეს რეკომენდებული არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

ზვიად ჯაფარიძის თქმით, სანაპირო ზოლზე არსებულ სამაშველო სამსახურის კოშკურებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.

"შტორმია 2-3 ბალი და უსაფრთხოების მიზნით ზღვის სანაპიროზე მყოფ ტურისტებს მაშველები აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამაშველო სამსახური თხოვნით მიმართავს ტურისტებს, გაითვალისწინონ მაშველების გაფრთხილება", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ზღავზე 3-ბალიანი შტორმი დღის ბოლომდე მოიხსნება და სამაშველო კოშკურებზეც თეთრი ალმების აღმართვის შემდეგ ტურისატებისთვის ზღვა საშიში აღარ იქნება.

ზღვის სანაპიროზე ამ დროისთვის მზიანი ამინდია.